|
2017-03-13 17:02:58, 1401 ნახვა
საზოგადოება
ხონის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, ხონის ქუჩის მცხოვრებლები ახალი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერთი კვირის წინ დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება. ხონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. „ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების მანძილზე საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა. ერთ-ერთი ასეთი ქუჩა გახლავთ ხონის ქუჩა. აქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 60 წელია არ განხორციელებულა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)