|
2017-03-13 16:07:21, 1781 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისიპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისიპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, დაპირისპირება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სუს-ის თანამშრომელი დააკავა. ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, სუს-ი ყველაფერს აკეთებდა, რათა ხალხი პოლიციას დაპირისპირებოდა: „დაპირისპირება დაწყებულია ერთი თვეა, რაც საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაკავებული სუს-ის თანამშრომელი, ხელბორკილები დაადეს და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, ეს სუს-ის თანამშრომელია ყიფიანი, თავის ძმებთან ერთად დააკვეს. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება სუს-სსა და საპატრულო პოლიციას შორის. სწორედ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის დისკრედიტაცია, სუს-ი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას. სწორედ მშვიდობიანი აქციის გაგრძელება ვანდალიზმით, რომელიცი12 საათის შემდეგ განვითარდა, იყო სუს-ის მიერ ინსცენირებული“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)