|
2017-03-13 15:41:27, 1161 ნახვა
საზოგადოება
მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩის გაყოლებაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დიდუბის ხიდამდე, მდინარე მტკვარი და მისი კალაპოტი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. იწმინდება. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ ალპინისტებიც. “მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასრულდა მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დიდუბიდან გლდანის მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების ამოღებას, პარალელურად მიმდინარეობს ხეების გასხვლა და სხვა ტიპის სამუშაოები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მტკვარზე რეკრეაციული სივრცე და მეორეს მხრივ, იყოს ვიზუალურად საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მტკვრის მასშტაბური გაწმენდა პერმანენტული ხასიათისაა და ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. ამ დროისათვის, თითქმის, სრულად გაწმენდილია მონაკვეთი - ორთაჭალის ჰესიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამდე. შესაბამისი ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)