|
2017-03-13 14:44:52, 1254 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგეობა „რუსთავი 2-ს“ მორიგ სიცრუეში ადანაშაულებს
დიდუბის რაიონის გამგეობა ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო სტატისტიკის შესახებ. გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტისა და სიუჟეტის მთავარი გმირის მიერ გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია დიდუბის რაიონში, კონკრეტულად, წერეთლის გამზირის N71-სა და N73-ს შორის არსებული სკვერის დემონტაჟის შესახებ. „განვმარტავთ, რომ ადგილზე, სადაც სიუჟეტის გმირი ინტერვიუს იძლევა და სინანულს გამოთქვამს სკვერის განადგურების თაობაზე, რეალურად სკვერი არასდროს ყოფილა და იქ მხოლოდ 3 სკამი იყო განთავსებული. ასევე, დაზიანებული იყო მწვანე ნარგავები და ბორდიურები. სკვერის მოწყობა კი აღნიშნულ მისამართზე სწორედ ახლა მიმდინარეობს და პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ტერიტორიაზე დაიდგმება ახალი სკამები, დეკორატიული ურნები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, შენარჩუნდება არსებული და დაირგვება ახალი სხვადასხვა სახის ნარგავი. ჩვენთვის გასაგებია სიუჟეტის ავტორის სურვილი, ვიზუალური და შინაარსობრივი მასალის თანხვედრით შექმნას საინტერესო და სკანდალური მასალა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს ტყუილის ხარჯზე, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მეტი სიზუსტისათვის ვავრცელებთ ფოტომასალას, რომელიც წერეთლის გამზირის N71-სა და 73-ს შორის სკვერის მშენებლობის დაწყებამდეა გადაღებული და რომლითაც დასტურდება, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა“,-ნათქვამია განცხადებაში. დიდუბის გამგეობა მოუწოდებს სატელევიზიო მედიას, თბილისში არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებისას, მიიღონ სანდო და დაზუსტებული მონაცემები კონკრეტული რაიონის გამგეობის ან თბილისის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისაგან. „ რადგან მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უფლება იცოდნენ სიმართლე“,-აღნიშნულია განცხადებაში. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)