12:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 13:58:46, 774 ნახვა

სხვადასხვა
ზურაბ პატარაძე პოლონეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას   შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. 

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, ასევე რეგიონულ ჭრილში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტების შესახებ. აჭარის რეგიონი ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის ქვემო სილეზისა და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან, დაგეგმილია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან.

ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში.  

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში პოლონეთიდან  შემოსული ტურისტების  ზრდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. გასულ წლებში ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა. პოლონელი ტურისტების ზრდა  ქუთაისის მიმართულებით არსებულმა რეგულარულმა ფრენებმაც განაპირობა. 

,,აჭარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში.  გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში  უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში " - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და  ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს. დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. 

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics