|
2017-03-13 12:16:25, 1337 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო. კურსი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, თამარ ჯაფარიძემ გახსნეს. პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, აგრეთვე ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. სასწავლო კურსს მსოფლიო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ინსტიტუტის ეკონომისტები: ფელიპე ზანა, სამია ბეიდას-შტრომი და ხუან ხოსე ფერნანდეს-ანსოლა უძღვებიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ახლახან, ფონდთან მიღწეულია შეთანხმება ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანია, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)