|
2017-03-13 09:57:00, 1207 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები ხელისუფლებას ბათუმში მომხდარი ფაქტის სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ მიმდინარე წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ. „11 მარტს, პროტესტის ნიშნად ბათუმში მოქალაქეების ნაწილმა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოქალაქის დაჯარიმება გახდა. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უსაფუძვლოდ უწერს, რაც მათ მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ. მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს უფროსს შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა, ამ დრომდე შეუძლებელია ამ უკანასკნელი ბრალდების სარწმუნოდ დადასტურება. პოლიციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც მხარდაჭერა გამოუცხადეს შეკრებილებს. აქციის მიმდინარეობის დროს, პოლიციამ გზის გახსნა სცადა და რამდენიმე პირიც დააკავა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. შემდგომ აქციის მონაწილეების ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეჭრა სცადა. ღამის საათებში, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს და გადავიდნენ ვანდალური ქმედებების განხორციელებაზე. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს ავტომობილები, იწვოდა ხეები და ნაგებობებიც. დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები. მდგომარეობის დაძაბვის მომენტიდან საპატრულო პოლიციასთან არაერთი სამართალდამცველი იდგა. მიუხედავად ამისა, პოლიცია მიმდინარე არეულობის აღსაკვეთად აქტიურ ქმედებებს არ მიმართავდა და ძირითადად თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა. აქციის მონაწილემ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა და „თავისუფალი ზონის” წევრმა ირაკლი ჩხვირკვიამ, აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდებთან ერთად, მათივე სახელით, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკვია ითხოვდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას საათ-ნახევრის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და ახალგაზრდებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიას. სპეცრაზმის გამოჩენისთანავე შეკრებილთა უმეტესობა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა, რეალურად პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება აღარ მომხდარა. პოლიციის ქმედებები აქციაზე დამკვირვებელი პირებისთვის არ ტოვებდა არაპროპორციული ქმედებების შთაბეჭდილებას. პოლიციამ დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავა და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანა. აქციაზე მერაბ ღოღობერიძე ამბობდა, რომ კახა ბუხრაძემ სამმართველოში ადგილობრივი კადრები მასთან დაკავშირებული პირებით ჩაანაცვლა. მცირერიცხოვან აქციაზე მისულებს ხელში ეკავათ ტრანსფარანტები ტექსტით - „აჭარელი თათარი არ არის”, აპელირებდნენ რა, რომ საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად ექცეოდა და ასეთივე ქმედებისკენ მოუწოდებდა ბათუმში სამსახურებრივი მივლინებით მყოფ სხვა სამართალდამცველებსაც. აქციაზე მისული ერთ-ერთი მძღოლი ამბობდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააჯარიმეს. გასული პერიოდის განმავლობაში ღოღობერიძე ცნობილი იყო თავისი აგრესიული აქციებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. კონკრეტული ჯგუფების ძალადობრივი ქცევის მიღმა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი შესწავლის, შესაძლო კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ: საქართველოს ხელისუფლებას:- სწრაფად და მიუკერძოებლად იქნეს შესწავლილი გუშინ შექმნილ მდგომარეობაზე სახელმწიფოს რეაგირების დროულობა და კანონიერება, შედეგების საფუძველზე გადაიდგას ზომები გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად; - სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რა ფორმები მიიღო დემონსტრანტების მიერ პროტესტის დაფიქსირებამ, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეისწავლოს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლიანი საჯარიმო პოლიტიკის გატარებას ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას პოლიციის მხრიდან და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება; - აქვე უმნიშვნელოვანესია, დაცულ იქნეს დაკავებული პირების კანონით გარანტირებული უფლებები, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფით. პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისებისაგან. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს ძალადობრივი დაპირისპირების რისკი; - თავი შეიკავონ ქსენოფობიური, ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და შუღლზე დაფუძნებული საჯარო განცხადებებისგან. საქართველოს მოქალაქეებს, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აკისრიათ ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ კანონს, ხოლო თუ მისი აღსრულების შედეგები უსამართლოდ მიაჩნიათ, გამოსავალი უპირველეს ყოვლისა ეძიონ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და არ გაიყვანონ პროცესები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. აღნიშნული აზიანებს როგორც კონკრეტული მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)