12:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 20:57:35, 1577 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არავის მივცემთ უფლებას ქვეყანაში გადატრიალება და დამხობა მოაწყოს

"მინდა, პოლიციას მადლობა გადავუხადო. პოლიცია არის განახლების პროცესში და ეს არის იდეური განახლება, ის იცავს კანონს და ჩვენს ქვეყანას“,-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის დროს“ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  პოლიცია არ არის პოლიტიზირებული და  ის არ ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს.

მისივე განცხადებით, იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ამ ვანდალიზმს, რაც ბათუმში ხდებოდა. 

"ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვსულვართ იმისთვის, რომ რაიმე გვესწავლა. ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. გუშინ პოლიციის ქმედება იყო აბსოლუტურად ზომიერი, მნიშვნელოვანი იყო მათი ქმედებები ზუსტად იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება და აუცილებლობა იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ვერავინ გაბედავს, ქვეყანაში არეულობის მოწყობას. კარგად გვახსოვს 90-იანების მძიმე წლები, რა გამოიარა ქვეყანამ, რას ნიშნავს ურთიერთდაპირისპირება და სისხლის ღვრა. ეს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია საზოგადოებას. არავის მივცემთ იმის უფლებას და იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, ხელისუფლების გადატრიალება და დამხობა მოაწყოს. არსებობს თანამედროვე გზა - არჩევნები და არჩევნების გზით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს მონაწილეობა, წარმოუდგინოს თავიანი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება ვინ იყოს ხელისუფლებაში, და არა გადატრიალებებისა და დამხობების გამოყენებით. ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს და კანონს დაარღვევს. ჩვენ მართალი ვართ და ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ,"-განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics