|
2017-03-12 19:51:14, 1870 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია აწყობთ
„საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება არის იმისათვის, რათა აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას და არავითარ აქტს, რომელიც ქვეყნის არევას ემსახურება. ჟურნალისტის კითხვაზე იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოში არსებობს დესტრუქციული ოპოზიციური ძალა? კობახიძის თქმით, იყო მკაფიო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა ბათუმში განვითარებული მოვლენები გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. „იყო კონკრეტული ნიშნები, მკაფიო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა ეს ყველაფერი, ეს ვანდალური აქტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სოლილიდარობა გამოუცხადეს ასეთი სახით მოქმედ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს. კიდევ ერთხელ - ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი და გამოძიების საფუძველზე უნდა გაირკვეს, თუ ვის რა იურიდიული და ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში“,-აღნიშნა კობახიძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)