|
2017-03-12 15:55:49, 1696 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: აშკარად იკვეთება, რომ ეს მართული პროცესი იყო
„გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ვანდალიზმი და შესაბამისად, ყველა ის პიროვნება, ვინც ჩართული იყო ამ ვანდალიზმში და აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო მართული პროცესი, აუცილებლად კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავცდეთ იმ ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს“. „რაც შეეხება ორგანიზატორებს, ალბათ, კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვანდალიზმს მთელი საღამოს განმავლობაში, მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდნენ, აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის. ეს არის ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)