|
2017-03-12 14:59:59, 1483 ნახვა
საზოგადოება
„ევროპული საქართველო“: ვანდალური პროტესტისთვის სოლიდარობის გამოცხადება გაუმართლებელია
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრები ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ვითარების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობიანი არჩევნების გზით დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებით. „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო გმობს 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ძალადობრივ აქტებს. ეს ვანდალური პროტესტი, რომელიც პოლიციის მანქანების დაწვასა და კერძო საკუთრების და საჯარო ქონების განადგურებაში გადაიზარდა, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჩრდილს აყენებს მშვიდობიანი პროტესტის ტრადიციას, როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმურ ინსტრუმენტს. გუშინდელი ძალადობა, ასევე მასზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური პასუხი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გადამეტება, ძირითადად კი სრული უმოქმედობა, არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი. მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ივანიშვილის და არა ხალხის სამსახური, სუს-ის უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება არის იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებმაც გუშინდელი ქაოსი გამოიწვია. „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს არც ერთ ეტაპზე სოლიდარობა არ გამოუცხადებია ძალადობრივი პროტესტისთვის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი სცენარები არ არის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესში და მხოლოდ აძლიერებს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ჩრდილს აყენებს მისი შეცვლის ერთადერთ უალტერნატივო გზას - დემოკრატიულ არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობით ქართული ოცნების დამარცხებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.
"
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)