21:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 11:36:52, 1382 ნახვა

საზოგადოება
ბესელია: ბათუმის მოვლენები „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

„ბათუმის მოვლენები-ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა“,-ასე გამოეხმაურა Facebook-ის საკუთარ გვერდზე   პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ბესელია აღნიშნავს, „დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება-  ნაცნობი ხელწერაა.

„ ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა! 
დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას!
თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა , ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ“,-წერს ბესელია.

ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics