|
2017-03-12 10:44:42, 2216 ნახვა
სამართალი
შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 73 წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ივანე ზურაბაშვილი, ასევე, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა. ახალწვეულებმა ფიცის მიღების ცერემონიაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ შსს-ს მოსამსახურეთა ხსოვნას. ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 19 წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო სამსახურის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისა და საბრძოლო ღირსების დაცვისთვის, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, ხოლო 2 წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე - ამავე დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდა. შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მოკლევადიანი შვებულებითაც ისარგებლებენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)