|
2015-04-03 14:47:08, 456 ნახვა
სამართალი
უჩა ნანუაშვილი: წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება უნდა შევიდეს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ წინასწარი პატიმრობასთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება უნდა შევიდეს. ჟურნალისტის კითხვას, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ იკვეთება თუ არა პოლიტიკური დევნა, ნანუაშვილმა უპასუხა, რომ მოქმედი კანონმდებლობა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირისთვის ახალი ბრალის წაყენებას ითვალისწინებს და ეს შესაცვლელია. „კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია ასეთი პროცედურების ჩატარება, რომ ნებისნიერ შემთხვევაში მოხდეს ბრალის ხელახლა წაყენება. ვფიქრობ, პრობლემა სწორედ კანონმდებლობაშია. კანონში არ უნდა იყოს ხარვეზები, რომელიც შესაძლებელს გახდის, თუნდაც ასე რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე, კონკრეტულად ბრალის წაყენება და მისი ხელოვნურად გაძლიერება. ამას სჭირდება გადახედვა. ეს კანონი საქართველოში არაერთი წელია მოქმედებს და ასევე ეს ახალი არ არის. კანონმდებლობაში წინასწარ პატიმრობასთან დაკავშრებით, უნდა იყოს გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ზღვარი უნდა იყოს დაწესებული, ასევე რამდენად აუცილებელია ყველა საქმეზე წინასწარი პატიმრობის გამოყენება, აღკვეთის ღონისძების სახით. რამდენადაც მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ სასჯელებს, ღონისძიებებს და არა იგივე წინასწარ პატიმრობას“, – განაცხადა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურამ გიგი უგულავას 14 მარტს 7 ნოემბრის საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)