2017-03-12 04:23:13, 2559 ნახვა
სამართალი
აგრესიული ახალგაზრდები იმარაგებენ მოლოტოვის კოქტეილებს
აგრესიული ახალგაზრდები იმარაგებენ მოლოტოვის კოქტეილებს - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" აჭარის წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა ავრცელებს.
"აქციის მონაწილეები შლიან ჯებირებს, რკინის სარებს იჭერენ ხელში, ესვრიან ქვებს პოლიციის შენობას, ვნახე მოროდიორობაც (მოქალაქემ ქალაქის კუთვნილი ჯებირი შეიტანა ეზოში), იკეთებენ სახელდახელოდ მომზადებულ ნიღბებს, "ბოზებო, გამოდით", - ეს არის რეფრენი."- წერს მალხაზ ჭკადუა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან