11:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 02:57:13, 2241 ნახვა

პოლიტიკა
სოლიდარობის გამოსახატად პარლამენტთან ნაციონალები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის  შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ შორის "თავისუფალი ზონის" წვრებიც არიან.

აქციაზე იმყოფებიან: ნიკა რურუა, ზაზა ბიბილაშვილი და ნუგზარ წიკლაური.

აქციის მიზანი,ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მხარდაჭერაა.

ცნობისთვის, ბათუმში, აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.

თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics