|
2015-04-03 14:35:00, 950 ნახვა
ეკონომიკა
"სმარტი" ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით, ახალ პროექტს-"ჯანსაღ არჩევანს" იწყებს
სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ჯანსაღი კვების პოპულარიზებისათვის ახალ კონცეფციას ნერგავს. "ჯანსაღი არჩევანი"-ასე ჰქვია "სმარტის" ახალ პროექტს, რომელიც ცნობილ ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასთან ერთად შემუშავდა. კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზებისთვის და მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებლად შემუშავდა საინფორმაციო ვიდეორგოლები, სადაც ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ხსნის ჯანსაღი კვების პრიორიტეტებს და კვებით ქცევებს სხვადასხვა სეზონის, ჯანმრთელობის, პრობლემის, მარხვის, თუ დღესასწაულების დროს. სმარტი" გააფართოებს ბიო პროდუქტების ასორტიმენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე პროდუქტებს გლუტეინისა და ლაქტოზის გარეშე. აღნიშნული კონცეფცია "სმარტის" ერთ-ერთი პრიორიტეტია და კომპანია მას სტრატეგიის ნაწილად განავითარებს. "ჯანსაღი კვების სტიმულირება "სმარტის" სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.ჩვენ ვპოზიციონირდებით როგორც ყველაზე სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, რომლის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხი ყველა დეტალში:ნატურალური,ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზება "სმარტის" მთავარ ფასეულობას-"ხარისხს" პასუხობს.ფასეულობის შესაბამისად დაიგეგმება სხვადასხვა პროექტები, რომელიც ჩვენი ახალი კონცეფციის "ჯანსაღი არჩევანის" ფარგლებში განხორციელდება. დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების საშუალებით კი, გვსურს, ერთგვარი გზამკვლევი შევქმნათ, რომელიც დააფიქრებს საზოგადოებას ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. ამასთან, ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას თქმით, ბედნიერია, რომ "სმარტი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაღალი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქტებით იკვებოს. "ჩემთვის, როგორც ექმისითვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს პროდუქტები, რომლებიც ითვლება როგორც ბიო, ჯანსაღ პროდუქტებად. დღეს "სმარტმა" ეს არჩევანი ჩვენ მოგვცა და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და პირადად მე "სმარტის" თითოეულმა წარმომადგენელმა დამარწმუნა, რომ მართლაც ევროპული ხარისხის და მაღალი დონის პროდუქტები იქნება შემოტანილი და ყველა მათგანს, ვისაც სურვილი აქვს ჯანმრთელად იკვებოს (ჯანმრთელი კვება წარმოუდგენელია ჯანსაღი პროდუქტების გარეშე),ეს საშუალება დღეს მოგვეცა",-განაცხადა ნატა გაგუამ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მოტივაციისთვის "სმარტის" ყველა სუპერმარკეტში ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტებზე ცხადდება ფასდაკლებები, "სმარტის" მზა ნაწარმის მენიუ გადახალისდა და დაემატა სალათების და ჯანსაღი კერძების ასორტიმენტი. "იმისთვის, რომ უფრო მეტად მხარდაჭერილი იყოს კონცეფცია, "სმარტში" პერმანენტულად იგეგმება და ამ ეტაპზე უკვე ძალაშია წინასააღდგომოდაც ფასდაკლებები ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტზე. გადახარისხდა ჩვენი წარმოების მზაკვების მენიუ და დაემატა ჯანსაღი პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი, სალათები; დაბალკალორიული მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მოგეხსენებათ, "სმარტი" ხარისხზეა ორიენტირებული. ჩვენი მთავარი დანაპირები და მესიჯი არის არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისათვის",-განაცხადა "სმარტის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნატალია დარჩიაშვილმა. "სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)