|
2017-03-11 13:20:41, 1523 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში მშენებარე ბაღი დაათვალიერა
ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩის №4-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მშენებარე ბაღში დღეს, თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი ყოფილი №113-ე ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა 1 483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ახალ საბავშვო ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. „მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობის მონიტორინგი მთელი ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე პარალელურად ათზე მეტი ბაღი შენდება. კონკრეტულად ეს ბაღი, რომელიც თემქის მოსახლეობას მოუხსნის პრობლემას, გაიხსნება სექტემბერში. მანამდე ბაღი დასრულდება და აღიჭურვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და პირველი ნაკადის მიღებას 2017 წლის სექტემბრიდან შეძლებს. თბილისში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა გრძელდება . სექტემბრისათვის დედაქალაქს ხუთი ახალი ბაღი შეემატება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)