|
2017-03-11 12:51:24, 1940 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა
საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობის გამო შეაჩერა. როგორც რეესტრის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობებს არ აკმაყოფილებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ”წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო. ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში. ცნობისთვის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტელევიზიის დირექტორის თანამდებობას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იკავებდა. მიტროპოლიტი საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 9 მარტს გაათავისუფლეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)