2017-03-11 10:25:06, 1410 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დღეს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აქცია-კონცერტი 14:00 საათზე დაიწყება.
მაყურებლებს სამაუწყებლო კომპანიის სახეები მიმართავენ და „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ განუმარტავენ.
ამასთან, მაყურებლის წინაშე ცნობილი მომღერლები, მათ შორის ტელეკომპანიის პროექტების გამარჯვებულები წარსდგებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან