|
2017-03-11 10:01:21, 1360 ნახვა
საზოგადოება
„ბანკები და ფინანსები“ დომინოს თამაშში გამართული პირველი მედიატურნირის ჩემპიონია
დღეს, ქართულ რეალობაში პირველად, ინტერნეტპორტალ „სარბიელის“ ორგანიზებით, დომინოში მედიატურნირი გაიმართა. ეს ტურნირი გახდა „სარბიელის“ ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მედიასივრცეში განახლებული სახით ბრუნდება. ტურნირში 20 მედიასაშუალების 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“; სააგენტო „ექსპრესნიუსი“; საზოგადოებრივი მაუწყებელი; „ბანკები და ფინანსები“; საინფორმაციო სააგნტო iPRESS; ჟურნალი „მარშალპრესი“; ჟურნალი „დაიჯესტი“; TV იმედი; გაზეთი „ქრონიკა პლუსი“; საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონი“; გაზეთი „ახალი თაობა; მედიაგავრცელების სააგენტო Clip-Art; ტვ „პირველი“; საინფორმაციო პორტალი „კვირა“; გაზეთი „რეზონანსი“; საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“; ჟურნალი FunTime; TV „რუსთავი 2“; TV „მაესტრო“; სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. ქვეჯგუფებში საკმაოდ აზარტული ორთაბრძოლის შემდეგ ნახევარფინალში გადავიდნენ: ჟურნალი „დაიჯესტი“ და ჟურნალი „ბანკები და ფინანსები“, საინფორმაციო პორტალი „კვირა“ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჟურნალი „დაიჯესტი“ და საინფორმაციო პორტალი „კვირა“. საფინალო დაპირისპირება დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა „ბანკები და ფინანსების“ წყვილი უფრო ძლიერი და იღბლიანი აღმოჩნდა. ტურნირის პარალელურად გულშემატკივართა გასართობად „სარბიელის“ გუნდმა მოაწყო საინტერესო ვიქტორინები, დირტსის თამაშები, მსუბუქი სპორტული შეჯიბრები. წარმატებულებს „სარბიელისა“ და ტურნირის სპონსორებისგან სერტიფიკატები და სახალისო სუვენირები გადაეცათ. „სარბიელის“ ორგანიზებით გამართული ტურნირის სპონსორები და პარტნიორები არიან:
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)