11:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 21:28:10, 1804 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც

ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს მძიმეა მისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. როგორც მან აღნიშნა, მას არა მარტო ის ადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად ადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი.

„მე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მომიხდა საგანგებო განცხადების გაკეთება, სადაც ძალიან ნათლად ვუთხარი საზოგადოებას, ყველა ჩართულ მხარეს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, რომ მე გადაწყვეტილების მიუხედავად მხარეებს მოვუწოდებ, დალოდებოდნენ ერთი მხრივ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. რამდენიმე საათში იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, მძიმეც. მძიმე იმიტომ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების - აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. არა მარტო ის მადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი, როგორც დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის გარანტს, მომეკითხება პასუხი, რომ რა ვითარებაა. ამიტომ მძიმე იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ უსაყვედურა, მიზეზად მან განაცხადა, რომ „პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის პატივს სცემს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“.

„ნებისმიერი ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლე ბუნებრივია არანაირად არ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ჩემთან, რომ მე რა მომეწონება პოლიტიკურად, ან არ მომეწონება. ისინი უნდა იყვნენ მარტო თავის სინდისთან პასუხისმგებლები. შესაბამისად, აზრადაც არ მომსვლია, რაიმე კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics