|
2017-03-10 21:23:31, 1741 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას არც უარყოფს და არც ადასტურებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგ ჯერზე მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრით მან საარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, ჰგავდა, მაგრამ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულმა შეხვედრამ იმის გამო დატოვა საარჩევნო კამპანიის დაწყების შეხედულება, რომ მისი გამოსვლა ემოციური იყო. „იმიტომ ჰგავდა საარჩევნო კამპანიის დასაწყისს, რომ ეს იყო უაღრესად ემოციური მომენტი. ასეთი ემოციური მომენტი პოლიტიკოსის ცხოვრებაში იშვიათია, მათ შორის კამპანიის დასაწყისიც არის, მაგრამ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი - უაღრესად აღმაფრთოვანებელ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაღაც ერთობაზე. საარჩევნო კამპანიას დავიწყებ ისე, რომ ამას პიარულად პიკზე არ ავწევ და რაღაცას მივაბამ. საარჩევნო კამპანიის დაწყებას თავისი დინამიკა და თავისი ლოგიკა აქვს და ამას ასე არც ერთი პოლიტიკოსი არ მიაბამს რაღაცას. გეთანხმები, ჰგავდა ემოციით, მაგრამ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)