2017-03-10 18:55:00, 1532 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა.
ამის შესახებ საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ა.წ. 10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ცნობისთვის, გუშინ მეუფე პეტრე წმინდა სინოდმა ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან