22:30 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 15:39:10, 1955 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ წაერთვა

„ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას საზოგადოების აზრი სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებითაც აინტერესებს:

„ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელიც ყველამ იცით, იმედია კითხვის ნიშანი საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულად პასუხგაცემული იქნა. საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ და სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. მაგრამ, კიდევ ბევრი საკითხია, რომლის თაობაზეც მე პირადად, თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ, თვითმმართველობის შესახებ, იმის თაობაზე, თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით შეიძლება საზოგადოება ჩართული იყოს სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით სახელმწიფო მმართველობის პროცესში, რამდენად და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავააქტიუროთ მაკონტროლებელი როლი საზოგადოებისა ჩვენს პატივცემულ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics