|
2017-03-10 15:19:45, 2074 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ
„იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა შეიძლება საზოგადოებისა და ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა გახდეს, თუმცა აუცილებელია, რომ დოკუმენტს ხელს ქართველი ხალხი აწერდეს. „დღეს ჩვენ უაღრესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის ირგვლივ შევიკრიბეთ. როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა ინიცირება გააკეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვის. ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა. მაგრამ როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი?! ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას, კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით: „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები“ და შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად იქცეს მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არის კონსტიტუცია. ყველამ იცის, რომ სხვა კანონმდებლობა სწორედ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, სწორედ ქვეყნის ყველაზე კვალიფიციური იურისტები და კონსტიტუციონალისტები წერენ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მაგრამ ამასთან ერთად შემკვეთი, სულის ჩამდგმელი და მთავარი მიზნის მიმცემი ამ დოკუმენტისთვის არის სწორედ ქართველი ხალხი. დავფიქრდეთ კონსტიტუცია არის, თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ნება თანაცხოვრების კონკრეტულ წესთან მიმართებაში. ეს არის თითოეული მოქალაქის კონტრაქტი თავის თანამემამულესთან და სახელმწიფოსთან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ვფუნქციონირებდეთ როგორც ერი და სახელმწიფო. როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთიანი მიზნებისა და ცხოვრების წესის ირგვლივ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში საკუთარი პოზიცია გამოხატონ. „სწორედ იმისთვის, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს „კონსტიტუცია ყველასია“ , რომლის მიზანიც არის საქართველოს ყველა მოქალაქეს, დაინტერესებულ ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულებების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ თავისი შესაძლებლობა გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანეს თანხმობის დოკუმენტში. ამ პროექტის შიგნით ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას გამოთქვას თავისი აზრი და გვჯერა, რომ ამ პროცესით მნიშვნელოვნად ხელს შევუწყობთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, იმიტომ რომ მთავარი შემკვეთის, მთავარი სულისჩამდგმელის ხმას და მოსაზრებას მას ნათლად გავაგონებთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციაში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო უმრავლესობა. მათ აღნიშნულის მიზეზად პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა დაასახელეს.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)