19:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 12:36:06, 1415 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი GEO CORS-ის სადგურების აღდგენაზე მუშაობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტის GEO CORS-ის ფარგლებში, GPS სადგურების ქსელის მონიტორინგსა და აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, ონის GPS სადგურის ფუნქციონირება აღდგა, რამაც რაიონიდან  ზუსტი და საიმედო მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღება უზრუნველყო.

მათივე ინფორმაციით, CORS–ის სისტემის დახმარებით მიწის აზომვა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობითაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომველო კომპანიების ბიზნესის განვითარებას, ხოლო მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტესა და ხარისხს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარი მონაცემია.

ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური, მათ შორის 7 ა კლასის სადგური მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური - სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას. აღსანიშნავია, რომ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება, დაგეგმილია GPS სადგურების ქსელის შეფასება, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ქსელის გაფართოება და ახალი სადგურების დამატება მოხდება.

ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული და საკადასტრო სამუშაოების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.

დღეისთვის GEO CORS–ის სისტემაში ჩართულები არიან ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები, რომლებიც ქსელით უფასოდ სარგებლობენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics