19:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 16:19:46, 1293 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება
 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სამინისტროს საკონსული  დეპარტამენტის ხელმძღვანელი  და სამინისტროს  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ხვალ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.


საგარეო უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით  საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, საუბარი ასევე შეეხება უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს.


ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დაესწრებიან სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, მედიის და სხვა სფეროს წარმომადგენლები.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში  539/2001 რეგულაციის ცვლილება 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა, რითაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

 

შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“, 10:30 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics