15:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 15:02:34, 795 ნახვა

სამხედრო
ჩეხეთისა და ლიტვის ელჩები სკრაში „საქართველო IV"-ის მიმდინარეობას გაეცნენ

ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV"-ის მიმდინარეობას სოფელ სკრაში ჩეხეთისა და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ტომაშ პერნიცკი და გეიდრიუს პოიდზიუნასი გაეცნენ. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს,  დიპლომატები განაღმვის პროცესების მიმდინარეობას დააკვირდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩებს  ნატოს უზრუნველყოფის და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) პროექტის მენეჯერმა გვანცა კვინიკაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

სტუმრებმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასეს.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტში ჩართულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

შეგახსენებთ, ჩეხეთი და ლიტვა ნატოს „საქართველო IV" პროექტის წამყვანი ქვეყნები არიან. პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო, 2008 წლის ომის დროს სკრაში მდებარე შეიარაღების აფეთქებული საცავის მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს.

სკრაში გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. დღეისთვის  აღმოჩენილი და განადგურებულია რამდენიმე ასეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალა. ტერიტორიის დაცვას შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა უზრუნველყოფს.

პროექტის ბიუჯეტი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს და მასში, წამყვანი ქვეყნების გარდა, წვლილი აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმაც შეიტანეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics