19:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 13:03:24, 1240 ნახვა

საზოგადოება
იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენის ,,FOODEX JAPAN 2017"-ის ფარგლებში, ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენის ოფიციალურ გახსნასა და ქართული ღვინის პრეზენტაციას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.

ქართული ღვინის სემინარს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა და მას ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 6 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქართული ღვინის სტილებით და განსაკუთრებით - ქვევრის ღვინით.

„იაპონიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2017" ტოკიოში 7-10  მარტს ტარდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს  ხელშეწყობით, აღნიშნულ გამოფენაზე სულ 11 ქართული, მათ შორის 6 ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი - "მეღვინეობა ხარება", "კორპორაცია ქინძმარაული", "დუგლაძეების ღვინის კომპანია", „ბესინი", „ვაზიანი კომპანი" და „შუხმანის ღვინოები".

„FOODEX JAPAN" 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics