2017-03-09 12:50:20, 1515 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ
თბილისის საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქცია მართავენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეებმა ადგილზე კარვების გაშლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პოლიციელებმა კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს.
მოვაჭრეები ხელისუფლებისგან კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან