|
2017-03-09 12:45:58, 1276 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისებით მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონლაინსერვისებით მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ. ყველაზე პოპულარული ონლაინ სერვისი უძრავ ქონებაზე ამონაწერის მომზადებაა. დღემდე ამ სერვისით 190 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა. ინფორმაციის მეტი დაცულობისთვის საჯარო რეესტრმა 20 თებერვლიდან, უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ასახვა დაიწყო, სადაც მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. შესაბამისად, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა. ძველი, ანუ 2017 წლის 20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. მოქალაქეებს ამონაწერის განახლება ტერიტორიული ოფისების, იუსტიციის სახლების და საზ. ცენტრების გარდა, ელექტრონულადაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის ელექტრონულად განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით, იმავე დღეს მიღება კი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი. საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ელექტრონულად უძრავი ქონების რეესტრის ყველა სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს. დაინტერესებულ პირს, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ს დახმარებით შეუძლია ინტერნეტით მოითხოვოს და ინტერნეტითვე მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია. საჯარო რეესტრის სერვისებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და ინტერნეტიზაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ონლაინსერვისებს სულ უფრო აქტუალურს ხდის. საჯარო რეესტრში განხორციელებულმა ტექნოლოგიურმა რეფორმამ მოქალაქეებს საშუალება მისცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა თუ რაიონებში ჩაუსვლელად უძრავი ქონების რეესტრის ნებისმიერი მომსახურება ელექტრონულად მიიღონ. შედეგად, სარეგისტრაციო პროცედურები დაჩქარდა, გამარტივდა, კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)