2017-03-09 07:52:41, 1382 ნახვა
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სხდომა ილია მეორის ლოცვა კურთხევით, 12 საათზე დაიწყება.
"ა.წ. 9 მარტს, 12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს იგეგმებოდა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან