|
2017-03-08 21:44:04, 1364 ნახვა
საზოგადოება
ქარჩავა: საქართველოს საპატრიარქო არის ობიექტური პირის როლში, რომელიც აკვირდება ამ მოვლენებს
საქართველოს საპატრიარქო არის ობიექტური პირის როლში, რომელიც აკვირდება ამ მოვლენებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, შორენა თეთრუაშვილს არანაირი განცხადებით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით არ მიუმართავს მთავარი პროკურატურისთვის, არამედ მთავარმა პროკურატურამ მასალებზე დაყრდნობით, დაადგინა მისი სამართლებრივი სტატუსი - დაზარალებული. მისივე თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ არის ჩამოყალიბებული ვერსიებზე, თუ რეალურად რა არის, „ამიტომ იშველიებს გაუთქმელობის ხელწერილს, რაც მას არ ზღუდავს“. „ვინაიდან ეს მტკიცებულებები უკვე გახდა საჯარო, გამოვიდა ხალხში, ამიტომ თვითონ ხალხმა უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არგუმენტირებულია დაცვის პოზიციები. რა თქმა უნდა, მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა და სასულიერო პირის მიერ ასეთი გარემოებები, ჩვენთვის რა თქმა უნდა, გულსატკენია და ჩვენც ველოდებით, თუ რა იქნება საბოლოოდ, ობიექტურ ჭეშმარიტებას ვგულისხმობ. თუ ქალბატონი შორენა იყო დაპირისპირებული მამა გიორგი მამალაძესთან, მაშინ მათ მიერ გაჟღერებული არგუმენტი, რომ 500 დოლარი უნდა გადაეცა და შემდეგ ენდო მას მამა გიორგი ციანიდის საყიდლად - ეს თავიდანვე უკვე აბსურდული გამოდის. ვინაიდან თუ ადამიანთან დაპირისპირება გაქვს და არ ენდობი, მაშინ ფულს რატომ იღებ რაღაც საწამლავის შესაძენად?“, - განაცხადა ქარჩავამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)