|
2017-03-08 15:39:30, 710 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დედებს 8 მარტი მიულოცა
ლევან იზორია დღეს „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ ეწვია, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები სარეაბილიტაციო კურსს გადიან. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილებით და ტკბილეულით მიულოცა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი იმყოფებოდნენ. „სახელმწიფოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის უწებიდან აღნიშნულ ოჯახებს ექნებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა, თავდაცვის უწყება თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დახმარებისთვის და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. სარეაბილიტაციო ცენტრში, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვთავაზობთ პირობებს იმისთვის რომ მოხდეს შეძლებისდაგვარად მდგომარეობის შემსუბუქება და ბავშვების გამოჯანმრთელება",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მინისტრმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რომლითაც დაავადებული ბავშვების მკურნალობა მიმდინარეობს. „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ცენტრის დირექტორის კობა კაბოსნიძის განცხადებით, ბენეფიციართა მასშტაბები გაიზარდა და სარეაბილიტაციო კურსს თბილისში რეგიონებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც გადიან, რომლებიც მკურნალობის პერიოდში ცენტრში ცხოვრობენ. კურსი პაციენტთათვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალიწინებს. ამ მიზნით, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამა მზადდება. გარდა ამისა, მათთვის ცენტრი ფუნქციონირებს ფერწერის, ძერწვის, თიხის თერაპიის, ხატვისა და სხვა ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ. ცენტრში სარეაბილიტაციო კურსის მორიგ ეტაპს 10 ბავშვი გადის. სარეაბილიტაციო ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მომდევნო სამი თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს 43 ბენეფიციარი გაივლის. პროგრამის ფარგლებში ასზე მეტმა ბავშვმა სარეაბილიტაციო კურსი უკვე გაიარა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)