|
2017-03-07 14:51:16, 2212 ნახვა
საზოგადოება
დეა მაჭავარიანი: საქართველოს აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან, მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნეს განვითარების მენეჯერის დეა მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან, მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ. „საქართველოს აეროპორტები მზად არიან, მოზღვავებული მგზავრთა ნაკადის გამკლავებისთვის. ჩვენ შარშან გვქონდა 26 %-იანი ზრდა საერთაშორისო აეროპორტებში, წელს ველოდებით მიახლოებით 40%-დან, 48%-მდე ზრდას. აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან და, რა თქმა უნდა, გაუმკლავდებიან გაზრდილ ნაკადს. თბილისის აეროპორტს ამ ეტაპზე არ უჭირს. თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 3 მილიონი მგზავრი.2017 წლის სექტემბერში დასრულდება მეორე ტერმინალი და გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ანალოგიურია ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში. ვითვალისწინებთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ საერთაშორისო აეროპორტს პრობლემა არ აქვს მგზავრთა ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით“,-განაცხადა დეა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, მოგზაურთა ნაკადი გაიზრდება და ამ დატვირთვას შესაძლოა აეროპორტებმა ვერ გაუძლონ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)