21:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 18:10:21, 2284 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, ამის საჭიროება ნამდვილად არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ თავდაპირველად მედიაომბუდსმენის შექმნის ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მას ეგონა, რომ აღნიშნული იდეა პრეზიდენტს ეკუთნოდა:

„თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. გვყავს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც თავისთავად ისედაც გარკვეულ საკითხებში არ მოდის შესაბამისობაში პოზიციებთან, რომელიც მთავრობას გააჩნია. სწორედ ამ ჭიდილიდან გამომდინარე, ვითარდება პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, რომელიც რაღაც გარკვეულ ნაწილებში მოიკოჭლებს, ამ მოკოჭლებას არ უშველის დამატებითი განცხადებების გაკეთება, რომელიც პირადი თავის წარმოჩენაზეა მიმართული და ვფიქრობ, ასეთი განცხადებაა პრეზიდენტის“, -აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს შეახსენეს, რომ მედიაომბუდსმენის შექმნის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, რის შემდეგაც ვოლსკიმ პოზიცია შეცვალა და აღნიშნული იდეა მოიწონა. თუმცა, აქვე განმარტა, რომ წინა განცხადებაში მედიაომბუდსმენს არ გულისხმობდა და მან ყურადღება პრეზიდენტის ზოგად განცხადებებზე გაამახვილა:

„პრეზიდენტის განცხადებაზე, ომბუდსმენის საკითხზე არ ვგულისხმობდი. უამრავი განცხადებებია გაკეთებული, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში, არ ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუ კი მედიის თემასთან დაკავშირებით, დროებითი, მუდმივი გუნდი შეიქმნება, რომელიც რეალურ სურათს დახატავს... თუ ამ თემის დასაბალანსებლად და მედიის რესურსის სწორად გამოყენებისათვის შეიქმნება სტრუქტურა, არ ვიცი რა ერქმევა, არ იქნება ურიგო..

თუ კი ეს საჭიროება არსებობს, ვფიქრობ არსებობს, მაგრამ როგორი სახე ექნება, როგორი სახელი ერქმევა, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ კონსულტაციებს. მთავარია იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართლაც რეალურად არიან განწყობილი ამ სფეროს დაცვისაკენ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics