|
2017-03-06 16:52:18, 2088 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: სასაცილოა, როდესაც მამა გიორგი ბრალდებულია, ხოლო შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისთვის ირონიულია ის ფაქტი, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დაზარალებული მოწმის სტატუსი აქვს. ადვოკატის თქმით, ასევე ირონიულია ის ვითარება, როდესაც ჟურნალისტები 24 საათის განმავლობაში მთავარ პროკურატურასთან არიან, როგორ შეიყვანეს საგამოძიებო უწყებაში თეთრუაშვილი ისე, რომ მედიამ ის ვერ შეამჩნია. „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. ამასთან დაკავშირებით ერთი ირონიული კითხვა მექნება - მაშინ როდესაც, თქვენ, ჟურნალისტები, თითქმის 24 საათი მთავარ პროკურატურასთან ხართ და ყველა მნიშვნელოვანი მოწმე გადაიღეთ, საიდან შეიყვანეს შორენა თეთრუაშვილი, საიდან მიიყვანეს, როგორ მოხდა მისი დაკითხვა ისე, რომ ვერც ერთმა ვერ დააფიქსირეთ. რა სტატუსით სარგებლობს რომ შორენა თეთრუაშვილი? ხომ არ არის ის პატრიარქის მდივან-რეფერენტზე მეტი?“, - განაცხადა ადვოკატმა. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, სასაცილოა ის ფაქტი, რომ მამა გიორგი ბრალდებულია, ხოლო თეთრუაშვილი დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს. „შორენა თეთრუაშვილი რამდენად მოწმის სტატუსით სარგებლობს? რამდენად რიგითი დაზარალებულია? ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მდივან-რეფერენტია და არანაირი უფლებებით არ სარგებლობს. ერთი კონკრეტული ფაქტიც მეტყველებს, თუ როგორ ხდება მისი დაკითხვა, როგორ ხდება მისი მისვლა და როგორი გასაიდუმლოებულია ეს ყველაფერი? დაზარალებული რამდენად არის, ცოტა სასაცილოა, როცა მამა გიორგი ბრალდებულია და შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებული, თუმცა, პროკურატურას ასე მიაჩნია, ვინაიდან ბრალი მამა გიორგის ედება, შორენას მკვლელობის მომზადებაში, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად მათ ასე განსაზღვრეს. ჩვენთვის ირონიული მდგომარეობაა, როცა მამა გიორგისთან შევდივარ როგორც პატიმართან და ამ დროს შორენა თეთრუაშვილი სარგებლობს დაზარალებულის სტატუსით“, - განაცხადა ადვოკატმა.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)