16:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 16:20:29, 1269 ნახვა

საზოგადოება
ტურისტული კომპანიებისთვის საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე  სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სსიპ სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების  უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს.

„მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, გვინდა, რომ ყველა სეგმენტი მოვიცვათ და მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია.  ვფიქრობ, ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ სწორედ იმ სეგმენტს, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში და დღეს ჩვენ 80-მდე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს ვხვდებით. გვინდა, ქვეყნის მასშტაბით მოვიცვათ დაახლოებით 200-მდე ტურისტული სააგენტო.ამ პროცესს მომავალში გავაგრძელებთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ტურისტულ კომპანიებთან მეორე შეხვედრა 9 მარტსაა დაგეგმილი. შეხვედრები ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

საინფორმაციო კამპანიის პირველი ეტაპი 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით დაგეგმილია სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics