20:49 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 15:40:41, 1723 ნახვა

კომენტარი Lifestyle
კახა კოჟორიძე: მორიგება სახელმწოფოს უფრო მეტად უნდა აწყობდეს, ვიდრე „რუსთავი 2“-ს

პრეზიდენტის  მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე  „რუსთავი2“-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კოჟორიძე ვარაუდობს, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას.ამასთნ, კოჟორიძე აფიქსირებს თავის მოსაზრებას, თუ დავის რა შედეგით დასრულება არის ხელსაყრელი სახელმწიფო ინტერესებისთვის და რა არის გამოსავალი:

 „1. დიდი ალბათობით, 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას.  ანუ შეჩერდება უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე მაღალი ალბათობით რ2 არსებითი განხილვის ეტაპზეც მოიგებს საქმეს. ეს ჩემი, როგორც იურისტის, ვარაუდია.

2. როგორ უნდა იმოქმედონ სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეზე გადაწყვეტილებების მიმღებებმა?

პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ არგუმენტი - „რ2-ის საქმე კერძო დავაა და მე რა შუაში ვარ“ აწი აღარც ფორმალურად გამოდგება. სტრასბურგში შუაშიც და თავშიც არის სახელმწიფო.

3. ამ დავის რა შედეგით დასრულება აწყობს ჩვენს სახლემწიფო ინტერესებს?

ეს არის მთავარი კითხვა. არ შეიძლება იყოს 2 აზრი იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ამ საქმის წაგება ძალიან მძიმე იქნება მრავალი თვალსაზრისით.

მეტიც, თუ სწორად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ რ2 წააგებს თუ მოიგებს, სახელმწიფო ინტერესები აუციელბლად წააგებს ორივე შემთხვევაში, რადგან: ა) რ2-ს გამარჯვების შემთხვევაში ზარალდება ჩვენი იმიჯი, სართაშორისო ავტორიტეტი, სასამართლო (თან დიდი პალატაა), სიმშვიდე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ბ) რ2 თუ საქმეს წააგებს, იზღუდება მედია პლურალიზმი, ხელისუფლების კრიტიკა-კონტროლის შესაძლებლობა, თავიდან ვერ ვირიდებთ დაძაბულ ფონს და ა.შ.

4. რა არის გამოსავალი?

მორიგება! სახელმწიფომ როგორმე უნდა აირიდოს თავიდან არსებითი განხილვა და ხელი შეუწყოს მორიგებას. ნურავინ იტყვის რომ ამის გაკეთება შეუძლებელია (ვვარაუდობ რა არგუმენტებიც შეიძლება ითქვას, მარა ცხადია ეს არ იქნება დამაჯერებელი). რ2-მა გააკეთა გარკვეული შეთავაზება. არ შევალ ამის დეტალებში, მარა ფაქტია, რომ მორიგება სახელმწოფოს ძალიან უნდა აწყობდეს, უფრო მეტად ვიდრე რ2-ს.

თუ სახელმწიფო სტრასბურგში საქმეს წააგებს, ყველა „სიკეთესთან ერთად“ იმ შედეგსაც მივიღებთ, რომ ქართულ სასამართლოებში ახლიდან დაიწყება ამ საქმის განხილვა და თანმდევი ორომტრიალი (სტრასბურგი ვერ გააუქმებს და შეცვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა შეიქმნება საქმის გადასინჯვის და ახალი შედეგის დადგომის საფუძველი, რასაც ახალი პროცესები დასჭირდება).

პ.ს. არ ვიცი ვინ აუნაზღაურებს ჩვენს საზოგადოებას იმ დროს, ენერგიასა და სხვა რესურსს, რაც ამ საქმის გამო დაიხარჯა, დააკლდა ჩვენს მოქალაქეებს და მათ მწვავე პრობლემებს... დრო და ენერგია ჯერ კიდევ ბევრი დაიხარჯება თუ სწორი გადაწყვეტილებები არ იქნა დოულად მიღებული!!!“,-წერს კახა კოჟორიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics