|
2015-04-02 19:01:28, 471 ნახვა
პოლიტიკა
პორტუგალიამ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
პორტუგალიის რესპუბლიკის ნაციონალურმა ასამბლეამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს. სარატიფიკაციო დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა რაც, შესაბამის ბრძანებულებას ხელს პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მოაწერს. "პორტუგალია არის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა. ბოლო რამდენიმე თვის განმალობაში პორტუგალიამ გააკეთა არაერთი მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის დაგმო რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებები". პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროპისკენ, ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ", - განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)