|
2015-04-02 18:47:37, 551 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითიც ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიკაცია დაასრულა. "ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა რიგის სამიტამდე, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ბრიტანეთში ასევე არის პოზიტიური განწყობა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთს ეს არ შეეხება და მას აქვს საკუთარი სავიზო რეჟიმი. მაგრამ კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ აშკარაა და ეს მნიშვნელოვანია",-განაცხადა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატამ 2015 წლის 9 მარტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, რის შემდეგაც 2015 წლის 19 მარტს დოკუმენტი განიხილეს ე.წ. საიდუმლო საბჭოში და იგი ხელმოსაწერად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეგზავნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)