17:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 11:57:25, 1469 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს კომპანია „,,საბა კონსტრაქშენი" ააშენებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის  გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა.
 
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტენდერში, რომელიც  შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო.   მონაწილეებიდან, ყველაზე დაბალი ფასით შპს ,,საბა კონსტრაქშენმა'' გაიმარჯვა (4`980`000 ლარი) , რომლის შემოთავაზებული ფასი და  წინადადება  სრულად შეესაბამება  სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
 
გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 2 მარტს გააფორმა.  კომპანია სამუშაოების შესრულებას  3 მარტიდან  შეუდგა.
 
საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. 
 
ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები  სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს  3 ლოკაციაზე: აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2  და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ.  ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა,  იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სმარტ ლოჯიქის" ოფისიც  განთავსდება.
 
თანამშრომლების ერთ ოფისში  განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს და   გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
სამშენებლო სამუშაოები  2018 წლის დეკემბერში დასრულდება. 

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics