|
2017-03-04 14:37:33, 2335 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი - პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო კომიას შეურაცხყოფას აყენებს
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო კომისიას შეურაცხყოფას აყენებს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი სპეკულაციის გზით წავიდა. "სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში მთლიანად კომისიას შეურაცხყოფა მიაყენა. აქ არ არის საუბარი "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებაზე. კომისიაზე მეტნაკლებად ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, შემდეგი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით და შეიცვალოს შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით. სწორედ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილს არ დაეწყო პოლიტიკური სპეკულაციები. პრეზიდენტს ერთგვარად ეწყინა, რომ ჩვენ პირდაპირ არაპირდაპირი წესით არ დავნიშნეთ და მხარს არ ვუჭერთ მიდგომას, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყოს არაპირდაპირი წესით. ეს მოლოდინი რომ არ გაუმართლდა, მაინც ამ სპეკულაციით წავიდა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს", - განაცხადა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რა გადაწყვეტილებებისკენაც მიდის კომისია პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, მისთვის დასანანია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)