07:25 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 11:14:45, 1693 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ მაკფოლი: რუსეთი ომს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და საქართველოს მთავრობა მახეში გაება

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებით, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრიზისში შევიდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, დღეს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რუსეთის საკითხი ამერიკის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ამერიკის ახლანდელი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი რუსეთის ელჩს მანამდე ესაუბრა, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია არჩევნებს მოიგებდა. ხოლო თებერვალში, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთის ელჩს ადმინისტრაციის ცვლილების პერიოდში ესაუბრა ისე, რომ ეს დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტისთვის არ გაუმხელია", - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

მაკფოლის თქმით, ელჩ კისლიაკის მიზანი იმის გაგება და კრემლისთვის გადაცემა იყო, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნებოდა ტრამპის ადმინისტრაციას.

„არ მჯერა, რომ ჯეფ სეშენსს არ ახსოვს თუ როგორ ჩაიარა მისმა შეხვედრამ. მათი მცდელობა, რომ აღნიშნული საკითხი დაფარონ, კიდევ უფრო უცნაურს ხდის მომხდარს", - განაცხანა მაკფოლიმ.

რაც შეეხება ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობების დალაგებას, მაკფოლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნამდვილად აქვს სურვილი ურთიერთობების გაუმჯობესების.

ყოფილმა ელჩმა ასევე პუტინის პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ  რუსეთის მიზანი არ არის პრობლემების მოგვარება, ვინაიდან კრემლს სტატუს კვო ხელს აძლევს.

„ზოგადად ვფიქრობ, რომ პუტინმა იცის, რომ ძვირი დაუჯდება საბჭოთა კავშირის ხელახალი შექმნა. მე ვფიქრობ ის ამ „ახალი რუსეთის“ პროექტით სპეკულირებდა და მიხვდა, რომ ეს ბევრი დაუჯდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ უკრაინელებმა იომეს, და ხშირად ამაზე არავინ საუბრობს. ისინი მიხვდნენ, რომ ამ საზღვარს ვერ შეინარჩუნებდნენ და უკან დაიხიეს. მაგრამ, მისთვის კომფორტულია საზღვრების გაურკვევლობა. ამერიკელები ვცდილობთ, ინჟინრების მსგავსად, რომ პრობლემა ჩვენ გადავწყვიტოთ, და ჩვენ გვინდა მათი მოგვარება. პუტინი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს კონფლიქტების გადაუწყვეტელად დატოვებით, ის ფიქრობს, რომ მომავალში მას ამ კონფლიქტების ღიად დატოვება გამოადგება“, - განაცხადა მაკფოლმა.

მაკფოლი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და ჩართული იყო მის წინასაარჩევნო კამპანიაში, საქართველო-რუსეთის ომის თემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთი ომს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და საქართველოს მთავრობა რუსეთის მახეში გაება.

„რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის და მისი მთავრობის მოტყუებისთვის მზადებას 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე და ხდებოდა მზადება [რუსეთის მიერ] სწორედ 2008 წლის ომისთვის“, - აღნიშნა მან. „ეს არ მოხდებოდა, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო ქმედებას არ განახორციელებდა, ეს მისი გამოჭერის მცდელობა იყო. მე ვიცი, რომ ბუშის ადმინისტრაცია მასთან მუშაობდა ამის თავიდან ასაცილებლად. თუ ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა იმას არ ვიხილავდით. მათ ამ ტერიტორიის ანექსია ჯერ არ მოუხდენიათ, თუმცა შეიძლება მომავალში მოახდინონ“, - დაამატა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics