07:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 21:27:33, 1602 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია: სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში

სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ საპროტესტო აქცია დაანონსა, რომელიც რუსთაველის გამზირზე 12 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება. ის აქვე, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა. 

„აქ იქნებიან „რუსთავი 2“-ის სახეები, იქნება საპროტესტო აქცია-კონცერტი „რუსთავი 2“-ის მეგობრების მონაწილეობით და აქ იქნებიან პოლიტიკური ძალებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ იქნებიან პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურად სტერილურად ეს პროცესები ვერ განვითარდება, ამიტომ სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში, მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს და მოითხოვონ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი მედიის მდგრადობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დემოკრატიის მდგრადობას და არ გადახვევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics