15:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 18:27:41, 1662 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 

ქობულეთში ერთდოულად  სკვერების მოწყობის და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  მიმდინარე  სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს ქობულეთის გამგებელმა მიაწოდა. 

,,ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ქობულეთში. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტრურული პროექტების განხორციელება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ გვესმოდა მოსახლეობის უკმაყოფილება გზებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვქონდა, ცუდი კლიმატური პირობები იყო. როგორც კი ამინდმა მოგვცა საშუალება ინტენსიურად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთელ პერიმეტრზე ასფალტის საფარის დაგება. უახლოეს პერიოდში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დაზიანებული გზა სრულად იქნება აღდგენილი. ჯამში ამ პროექტის ფარგლებში 500 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და გალამაზებას და ქობულეთის ცნობადობის ამაღლებას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა.  ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) განთავსდება. სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც განათების სისტემა და დეკორატიული სკამები დამონტაჟდება. ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პარალელურად დაწყებულია ჩიხების რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ქუჩის ტროტუარები (ვერულიძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე მონაკვეთი) დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა ბორდიულები და გაკეთდება შეჭრები სანაგვე ყუთების განსათავსებლად და ავტობუსების გაჩერებისთვის. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 176 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს.  

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 276 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. ინფრასტრუქტრული პროექტი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics