|
2017-03-03 16:20:54, 2111 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„რა გადაწყვეტილებებისკენაც მიდის საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, ჩემთვის დასანანია“
„პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებებისკენ მიდის საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობის საკითხზე, ჩემთვის დასანანი იყო“, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიაში საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასთან. „ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსის, მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასთან. როდესაც საუბარია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესისა, არის არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა კომისიასთან დაკავშირებით მის მიერ გაჟღერებული ორი პოზიცია გაიხსენა: „მაგრამ, მოდით გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. მე არასდროს არ შევსულვარ დეტალებში ამა თუ იმ შეხედულებების განხილვის, არამედ სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე, პირველი - ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე - კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიციების დაფიქსირებისა არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ მთლიანად, საჯაროდ, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების მთავარი დოკუმენტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, მან საზოგადოებას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ დაიცვეს როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასევე თავიანთი უფლება, აირჩიონ ქვეყნის მთავარსარდალი. გიორგი მარგველაშვილმა დასძინა, რომ ის მეორე მიზანსაც მიაღწევს და მოქალაქეებს შეუქმნის ფართე ფორმატს, რათა კონსტიტუციის გადახედვის პროცესში საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „მე მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, იმიტომ რომ პირველი მიზანი, პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისაგან, არ იქნა მიღწეული და თქვენ, საზოგადოების აქტიურობით, თქვენი პოზიციის ნათლად დაფიქსირებით, დაიცავით როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე თქვენი უფლება, აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო. თქვენ ვერ წაგართვეს არჩევის უფლება, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის პირველი მიღწევა. მეორე მიზანიც ნათლად იყო გადაწყვეტილი და განსაზღვრული, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა, თავისი შეხედულება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს კონსტიტუციის გადახედვის პროცესში. როგორც მოგახსენეთ, ამ მეორე მიზანსაც მივაღწევ და განვახორციელებ, საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნი აქტიურ და ფართე ფორმატებს იმისთვის, რომ მათ არამარტო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არამედ საზოგადოდ, ქვეყნის, თანაცხოვრების მოწყობასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დააფიქსირონ თავიანთი ნათელი შეხედულებები და ეს შეხედულებები იქნას მოსმენილი, გაზიარებული და იმედია, შემდეგ გადატანილი კონსტიტუციის გადახედვის პროცესში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო. კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა: „სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს“; „კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ ძლიერი არბიტრი“; „პრეზიდენტს შესაძლოა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)