|
2015-04-02 15:54:08, 912 ნახვა
ეკონომიკა
EBRD–ის ბიზნესფორუმზე ერთ–ერთ ღონისძიებას CNN–ის ჟურნალისტი გაუძღვება
EBRD–ის ბიზნესფორუმზე დაგეგმილ საინვესტიციო ღონისძიებას ამერიკული ტელეკომპანია CNN–ის ჟურნალისტი მოდერაციას გაუწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და EBRD–ის პრეზიდენტი გახსნიან. „CNN–ის ჟურნალისტი კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის და საქართველოს პოტენციალზე სასაუბროდ ჩამოდის. ის ამ ღონისძიებას როგორც წარუძღვება, ასევე გააშუქებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა. გარდა ამისა, ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმის ფარგლებში არაერთი ღონისძიება იგეგმება. ქართველი მეწარმეების მიერ გამოფენა – გაყიდვა გაიმართება. „ეს იქნება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ღვინო, ყველი და სხვა პროდუქცია. ჩვენ ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაციას მოვახერხებთ. მუდმივად მოხდება ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია, რათა ჩვენ სტუმრებს მოვაწონოთ და დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მზადდება საინვესტიციო კატალოგი, სადაც ყველა კერძო სექტორის წარმომადგენელს შეუძლია, თავისი გამზადებული პროექტი შეიტანოს, რომელიც ბიზნესწრეებში გავრცელდება. „ეს კი მიზანმიმართულია, რათა კიდევ უფრო კონკრეტული პროექტებით დავაინტერესოთ, კონკრეტული ორმხრივი შეხვედრები განხორციელდეს ამ ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა. „მსოფლიო რუკაზე ამ მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო წარმოჩნდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)