უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერებმა ტელევიზიის შენობისკენ გადაინაცვლეს.
დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს სასამართლოს შენობასთან.
აქციაში მონაწილეობდნენ პოლიტკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More